რა იწვევს აუტიზმს?

დღეს ხშირია საუბარი აუტიზმზე,რომელიც  ნეიროგანვითარების დარღვევაა.მისი მატერიალური სუბტრატი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ არსებობს დაავადების მიმართ გენეტიკური განწყობა, რომელიც შეიძლება, აუტიზმის სპექტრის აშლილობით გამოვლინდეს, ან არ გამოვლინდეს. აუტიზმის გამომწვევი ზუსტი მიზეზი კი, ჯერჯერობით ვერავინ დაადგინა.ვარაუდობენ, რომ დაავადების გამოწვევას ხელს შემდეგი სამი ფაქტორი უწყობს

1) ნეიროტრანსმიტერების ფუნქციის დარღვევა.

2) გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა.

3) გარემოს მავნე ზემოქმედება

თუმცა ზუსტი მიზეზის არარსებობის გამო დაავადების თავიდან ასაცილებლად რაიმე სახის პრევენცია შეუძლებელია.

აუტიზმი, შესაძლოა, წარმოადგენდეს რამდენიმე  ფაქტორის ზემოქმედების შედეგს.
ამ დაავადების გამომწვევი მავნე გარემო ფაქტორებიდან აღსანიშნავია ტყვიის, მერკურის, კადმიუმის, ალუმინის, ვერცხლისწყლისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით პათოლოგიური აუტოიმუნური რეაქციები ძლიერ მოწყვლადს ქმნის ცენტრალურ ნერვულ სისტემას სხვადასხვა ვირუსული ზემოქმედებისადმი, რაც შეიძლება აუტიზმის ერთ-ერთი ფაქტორი იყოს.
ასევე ორსულებს, რომლებმაც ორსულობის 24-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი (მაგალითად, ახლობლის სიკვდილი, სამსახურიდან დათხოვნა ან ძლიერი შიში), დიდი შანსი აქვთ, აუტიზმით დაავადებული შვილები გაუჩნდეთ. სტრესი ამ დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.
აუტიზმის სპექტრის აშლილობის შემთხვევები ყოველწლიურად მატულობს. ახლახან, უახლესი ამერიკული კვლევები გამოქვეყნდა, სადაც ვარაუდი გამოთქვეს, რომ 2025 წლისთვის ყოველი მეორე ახალშობილი რისკის ჯგუფის მქონე იქნება,ამიტომ აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ ზუსტად იცოდეს რა დაავადებაა აუტიზმი და როგორ შეიძლება გავუმარტივოთ აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს საზოგადოებასთან ინტეგრაცია.
ბეჭდვა