სევანტის სინდრომი,რომელსაც ხშირად ,,კუნძულოვან ტალანტსაც უწოდებენ"

sevant syndrome ეს არის ე.წ. "კუნძულოვანი ნიჭი(ტალანტი)", როდესაც ტვინის გარკვეული ნაწილი ფენომენალური ფუნქციით ხასიათდება. ახასიათებთ კოგნიტიური დარღვევების მქონე ადამიანებს. აუტისტური სევანტესის სინდრომი არის საინტერესო სამეცნიერო ფენომენი ფსიქოლოგიაში.,, Autistic savant" ეხება ზოგიერთ აუტიზმით დაავადებულ ადამიანს,რომლებსაც აქვთ ისეთი განსაკუთრებული უნარები,რომლებიც არ აქვთ ჩვეულებრივ ადამიანებს.ისტორიულად,ასეთ ადამიანებს უწოდებდნენ 'idiot savants.თვითონ ტერმინი ფრანგულია "savant" ცოდნას ნიშნავს და ამ სინდრომის მქონე ადამინებს "მცოდნე ჭკუასუსტებსაც" კი უწოდებენ.

1978 წელს ერთ-ერთ სტატიაში ფსიქოლოგი დოქტორი ბერნარდ რიდმორდი საუბრობდა უფრო შესაბამის ტერნიმზე  'autistic savant,რომელიც არის ამჟამინდელი  სახელწოდება.

სავარაუდოდ სევანტის უნარების განვითარების შანსი აუტიზმით დაავადებულ ადამიანებში არის 10 პროცენტი.სევანტის უნარების ბევრი ფორმა არსებობს.მაგალითად მათემატიკური უნარი.ბევრ აუტიზმით დაავადებულს აქვს კალენდარული მეხსიერება.ისინი პასუხობენ ისეთ კითხვებს როგორიცაა:,,კვირის რომელი დღე იყო  1961 წლის 22 მაისი.მათ შეუძლიათ ამაზე მარტივად,რამდენიმე წამში გასცენ პასუხი და თქვან რომ ეს იყო ორშაბათი დღე.ზოგს შეუძლია დიდი რიცხვების გამრავლება და გაყოფა,კვადრატული ფესვის ამოღება ყოყმანისა და ზედმეტი დაფიქრების გარეშე.

მაგალითები მეხსიერების განსაკუთრებული შესაძლებლობისა შეიძლება იყოს პრეზიდენტებზე ნებისმიერი რამის დამახსოვრება(დაბადების წლის,რიცხვის,ოჯახის წევრების დაბადების და გარდაცვალების წლები,სამუშაო ოთახის ნომრები და ა.შ).

მუსიკა არის ასევე ერთ-ერთი სევანტესისთვის დამახასიათებელი უნარი.ბევრ აუტიზმით დაავადებულს აქვს შესანისნავი სმენა და ადვილად იმახსოვრებს მელოდიებს.ზოგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მოისმინონ კლასიკური მუსიკა მხოლოდ ერთხელ და ის ზუსტად და მთლიანად დაუკრან ნებისმიერ დროს.Tim Baleyარის სევანტის სინდრომით დაავადებული,თუმცა ისშესანიშნავი პიანისტია და ხშირად უკრავს კონცერტებზე.

ალბათ ყველას ახსოვს წვიმის კაცი.ესაა ფილმი,რომელშიც გამახვილებულია ყურადღება სევანტესის სინდრომის ფენომენზე.ფილმში მთავარ გმირს რეიმონდს აქვს განსაკუთრებული ნიჭი დაიმახსოვროს ფეხბურთთან,კალათბურთთან დაკავშირებული სტატისტიკები, ყველა დეტალი და წვრილმანი თვითფრინავების განრიგისა,ტელეფონის ჩანაწერები და ა.შ.
სამწუხაროდ დღეს ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ ყველა აუტიზმით დაავადებულს აქვს ეს განსაკუთრებული უნარები,მაგრამ ეს ასე არაა.სევანტესის სინდრომი ძალზედ იშვიათია,იმის მიზეზი კი, თუ რატომ აქვს ზოგ აუტიზმით დაავადებულ ადამიანს ეს უნარები ცნობილი არაა.არსებობს ბევრი თეორია,მაგრამ ვერც ერთის დამტკიცება ვერ ხერხდება.
ბეჭდვა