ტურისტული სეზონი

კარს მოგვადგა ტურისტული სეზონი, რომელზეც ჩვენი რეგიონის კეთილდღეობაა დამოკიდებული. დამსვენებელთა და ტურისტთა არეალი იზრდება, რაც ქალაქს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. თანამედროვე და სრულყოფილი სერვისები, ინოვაციური შეთავაზებები - ეს ტურიზმის განვითარების საწინდარია.

,,ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი“ გთავაზობთ დასასვენებლად ჩამოსულ ოჯახებზე და მშობლებზე გათვლილ პროექტს, რომელთაც ჰყავთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული, ურთიერთობების, სათანადო გამოცდილების და ცოდნის მქონე ადამიანები, მათ მშობლებს კი დასვენება და ძალების მოკრება.

თუ თქვენ სტუმრად გეყოლებათ ასეთი ოჯახი, მათთვის ორმხრივ მოლაპარაკებაზე დაფუძნებული მომსახურების მიწოდება შეგვიძლია. ამ სერვისის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ცენტრის სპეციალისტები: ქცევის თერაპევტები, განვითარების სპეციალისტები, ფიზიკური თერაპევტი, ფსიქოლოგი და მეტყველების თერაპევტი ადგილზე მოემსახურებიან ბავშვებს როგორც სპეციალისტები. ბევრი ასეთი ბავშვი სპეციალურ ცენტრში დადის, სადაც მათთვის სამუშაო პროგრამებია გაწერილი, სამუშაო პროცესის გაწყვეტა კი არასასურველია. ჩვენ გვაქვს რესურსი ინდივიდუალური გაწერილი პროგრამის მიხედვით გავაგრძელოთ ბავშვთან მუშაობა.

შპს ,,ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი“ 2016 წელს ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“, ილიას უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის“, „ბავშვთა ადრეული განვითარების კოლიციის“, და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა. ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი უკვე სამ სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული:

• „ბავშვთა ადრეული განვითარება“ - მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამა

• „ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/ რეაბილიტაცია მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამა

. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა აბილიტაციის პროგრამა ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდით.

არდა ამისა ახორციელებს:

პროექტს მთიან რეგიონeბში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა აბილიტაციის მოდელის განვითარება“, რომლის მიზანია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისთვის ბავშთა ადრეული ინტერვენციის მომსახურების უზრუნველყოფის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც დაფუძნებულია მაღალი ხარისხის ადრეული ინტერვენციის მომსახურების პილოტირებაზე აჭარის რეგიონში და რომლის დანერგვაც შესაძლებელი იქნება ქვეყნის მასშტაბით

ჯანმრთელობის კვლევის კავშირთან (მაია ბუწაშვილი, გია კამკამიძე) ერთად მაღალმთიანი და ცენტრიდან მოშორებული რეგიონებისთვის ბავშთა ადრეული ინტერვენციის მომსახურების მოდელის შეფასება.

ახორციელებს პროექტს ,,მხარდაჭერა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მშობელებისათვის“. რაც ითვალისწინებს, რეგიონში დასასვენებლად, სტუმრად ჩამოსული იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, ცენტრის სპეციალისტების მიერ სერვისის მიწოდებას. აღნიშნული სერვისი გათვლილია აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის.

დამუშავების ეტაპზეა და ახლო მომავალში დაიწყება ქობულეთის რაიონის ბოშათა თემის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების აბილიტაციის პროგრამა, რასაც საფუძვლად რაიონში ჩატარებული კვლევა უდევს.

ჩვენი ცენტრი შედგება სერთიფიცირებული, პროფესიონალი და კომპეტენტური გუნდისაგან, რომელთაც წარმატებით გაიარეს კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზსა და ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პრინციპების ცოდნასა და განხორციელებაში. მათ აქვთ ქცევის თერაპევტისა და განვითარების სპეციალისტის კვალიფიკაცია, ცენტრს ჰყავს ფიზიკური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი.

ბეჭდვა