აუტიზმს დიდი წარსული და შედარებით ხანმოკლე ისტორია აქვს.
ტერმინის გაჩენამდე მრავალი საუკუნით ადრე ლეგენდებში,
ზღაპრებში, მოგვიანებით კი სამედიცინო ტექსტებში აღწერილნი
არიან საკუთარ თავში ჩაკეტილი, ხშირად განსაკუთრებული ნიჭით
დაჯილდოვებული ადამიანები,რომლებიც უცნაური ქცევით გამოირჩევიან. დიდი
ვარაუდით ეს სწორედ აუტიზმის მქონე ადამიანები უნდა იყვნენ.
პირველად ტერმინი „აუტიზმი“ 1943 წელს ამერიკელმა ბავშვთა
ფსიქიატრმა ლეო კანერმა გამოიყენა უკვე კლასიკად ქცეულ თავის ნაშრომში
„ აფექტური კონტაქტის აუტისტური დარღვევები“. მას შემდეგ აუტიზმის
გაგების, გამომწვევი მიზეზების დადგენის და კორექციული პროგრამების
ეფექტურობის გაზრდის საქმეში უზარმაზარი პროგრესი შეინიშნება,
მაგრამ აუტიზმი მაინც რჩება გამოცანად, რომელზე პასუხიც
კვლავ არ არსებობს. უკანასკნელი მონაცემებით კი აუტიზმის სიხშირე
მატულობს, რაც რიგი მეცნიერების აზრით მხოლოდ ამ მდგომარეობის
ამოცნობის და დიაგნოსტიკის გაუმჯობესებით არ იხსნება.
აუტიზმი თავის ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის
შედეგია,რომელიც გამოიხატება ხაზგასმული არაადეკვატური სოციალური
ინტეგრაქციით, კომუნიკაციის დარღვევებითა და ინტერესთა და ქცევის
მანერათა სპეციფიკით,რომელიც ფსიქიური აშლილობისგან განსხვავდება. ამ
დროს ბავშვს უჭირს სოციალური
განვითარება,კომუნიკაცია,მეტყველება,განსაკუთრებით კი პრობლემები აქვს
წარმოსახვის თამაშში.
აუტიზმის სიმპტომები,ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი
სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე.
გამოვლინების მიხედვით აუტიზმი მრავალფეროვანია
1)ყველაზე მარტიცი ფორმა ფსიქიურ აშლილობას ჰგავს,ხოლო
2)ყველაზე რთულ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის,თანატოლებთან
და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების,ინტერესების,ემოციების
გაზიარების შეუძლებლობა,განმეორებადი,უჩვეულო,თვითდამაზიანებელი და
აგრესიული ქცევა,შიშები,ამიტომ აუტიზმის მქონე ბავშვებს იშვიათად
შეუძლიათ ხანგრძლივი თერაპიული ინტერვენციის,მშობლების ზრუნვისა და
მკურნალობის გარეშე ცხოვრება.
არ არსებობს უტიზმის დადასტურებული მედიკამენტოზური მკურნალობა.
მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ადრეული შეფასება,ბავშვთან და
ოჯახთან მუშაობის დაწყება. ყველაზე ეფექტურ მეთოდად დღეს მსოფლიოში
ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპია (ABA) მიიჩნევა. 3
წლის ასაკამდე დაწყებული ინტენსიური თერაპიული მუშაობის შედეგად
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა უმრავლესობას აღენიშნება
მნიშვნელოვანი წინსვლა განვითარებაში.