ჩვენს შესახებ

კატეგორია - ჩვენს შესახაებ
ჩვენს შესახებ
ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი რეალური გზა შეიქმნა 2016 წლის ივლისსში ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით.
ჩვენი ცენტრი შემნილია პროფესიონალი და  კომპეტენტური  გუნდის მიერ იმისათვის რომ თქვენი ბავშვები გაიზარდონ და ჩამოყალიბდნენ თავისუფალ საკუთარ თავში დარწმუნებულ და ბედნიერ ადამიანებად.
ყველა ადამიანს, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს  აქვთ  უფლება იყონ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური მონაწილეები. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი შესაძლებლობების დაფასება, მათი არჩევანის გაზიარება და მხარდაჭერა.
ადრეული განვითარების  პროგრამა ემსახურება  0-7 წლამდე მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების  შეფასებას,   მათი შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული,  თვითმოვლის  უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიწოდება ხდება ბავშვთა ადრეული განვითარების ვაუჩერის მიღებისა და ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრიში ,,რეალური გზა“ წარდგნის შემდეგ.
ვინ შეიძლება ისარგებლოს აღნიშნული მომსახურებით:
ბავშვებმა, რომლებსაც აქვთ განვითარების ერთ რომელიმე სფეროში  შეფერხება  ან აღენიშნებათ  ქცევითი სირთულეები.
ადრეული ინტერვენციის პროგრამა წარმოადგენს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც დამტკიცებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, შესაბამისად ოჯახებისთვის ამ პროგრამით მომსახურების მიღება უფასოა.
რა არის ადრეული ინტერვენცია?
ადრეული ინტერვენცია თერაპიული და საგანმანათლებლო პროგრამაა, განკუთვნილია 0-7 წლამდე ასაკის განვითარების პრობლემებისა ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. აღნიშნული სერვისი აძლიერებს ოჯახებს ბავშვების განვითარების ხელშეწყობაში, ზრდის ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხს, ხელს უწყობს ბავშვების მომზადებასა და ჩართვას შესაბამის საგანმანათლებლო სისტემაში (ბაღი/სკოლა), რათა თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
რატომაა ადრეული ინტერვენციის პროგრამით სარგებლობა მნიშვნელოვანი?
ჩვილობისა და ადრეული ბავშვობის ასაკი მნიშვნელოვანი პერიოდია ყოველი ბავშვის ცხოვრებაში. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს თავის ტვინის ზრდა და სტრუქტურის ჩამოყალიბება. ბავშვობის ადრეული წლები განსაკუთრებით გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებისთვის. კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო ადრე ხდება განვითარების პრობლემების გამოვლენა და ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდება, მით უფრო მატულობს განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის შესაძლებლობა.
რას სთავაზობს ადრეული ინტერვენციის პროგრამა ოჯახებს?
• მომსახურება ბუნებრივ გარემოში. ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდება ხდება ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში - ოჯახში. კვლევები ადასტურებს, რომ მომსახურების მიწოდება ბუნებრივ გარემოში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას, ზრდის ბავშვის მონაწილეობას ყოველდღიურ, რუტინულ აქტივობებში (ჭამა, ბანაობა, გამოცვლა, თამაში და ა.შ.). მომსახურების მიწოდება შესაძლებელია ასევე ბაღში ან ადრეული ინტერვენციის ცენტრში, რაც დამოკიდებულია ბავშვისა და ოჯახის საჭიროებაზე.
• მშობლების გაძლიერება/კონსულტირება. ადრეული ინტერვენციის სისტემაში ოჯახი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ადრეული ინტერვენციის პროგრამა გულისხმობს მშობლობის უნარების გაძლიერებას, ოჯახის განათლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პროგრამის ფარგლებში ხდება მშობლების, ოჯახის წევრების წვრთნა, რათა თავად წარუძღვნენ ბავშვის განვითარებისთვის ხელშემწყობ პროცესს.
• ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული მომსახურება. ადრეული ინტერვენციის პროგრამა ორიენტირებულია შეისწავლოს და გამოავლინოს ბავშვისა და ოჯახის ძლიერი მხარეები, ინტერესები და საჭიროებები. მშობლების დასახმარებლად იქმნება ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური მომსახურების გეგმა, რომლის მიხედვითაც წარიმართება ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაზე მუშაობა.
• ინტერდისციპლინური გუნდური მუშაობა. ადრეული ინტერვენციის გუნდში შედიან როგორც სპეციალისტები და ასევე მშობლები. ადრეული ინტერვენციის პროგრამის ეფექტურობა დიდად დამოკიდებულია ოჯახისა და ადრეული ინტერვენციის პროგრამაში ჩართულ სპეციალისტებს შორის თანამშრომლობაზე. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში შესაძლოა ჩართული იყოს სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. მუშაობა მიმდინარეობს ინტერდისციპლინურად, რაც გულისხმობს რომ სპეციალისტები აფასებენ ბავშვს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შემდეგ იკრიბებიან და ერთად განიხილავენ შედეგებს და ოჯახთან ერთად გეგმავენ განვითარების მასტიმულირებელი მუშაობის სტრატეგიებს.
• ბავშვის განვითარების ძირითად სფეროებზე მუშაობა. ადრეული ინტერვენციის პროგრამა მოიცავს განვითარების შემდეგ სფეროებს: მოტორული სფერო: გარემოში გადაადგილება, ხელებით სხვადასხვა მოქმედებების შესრულება და ა.შ. კოგნიტური სფერო: აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, კითხვის ათვისებისთვის საჭირო უნარები და ა.შ. ადაპტური სფერო: თვით-მოვლის შესაძლებლობები, ჭამა, ჩაცმა/გახდა, დაბანა, ტუალეტის უნარები. სოციალური სფერო: მოზრდილებთან, თანატოლებთან ურთიერთობა, სხვებთან თამაში და ა.შ; კომუნიკაციური უნარების განვითარება: სხვებთან კომუნიკაციის დამყარება, მოსმენის, გაგების უნარები და ა.შ. ქცევითი სირთულეების დაძლევა: აგრესია, თვით-დამაზიანებელი ქცევები, ტანტრუმი, წესებისადმი დაუმორჩილებლობა და ა.შ.
• ინკლუზიის ხელშეწყობა. ადრეული ინტერვენციის პრიორიტეტია ბავშვის მომზადება სკოლამდელი და სკოლის საგანმანათლებლო სივრცისთვის, სოციალურ გარემოში ჩართულობის გაზრდა, რაც თავის მხრივ გულისხმობს მიმღებლობის ჩამოყალიბებას და ბავშვის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ხელშეწყობას.
როგორ მუშაობს ადრეული ინტერვენცია?
მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გულისხმობს თვეში 8 ვიზიტს, ამასთან თითო ვიზიტის ხანგრძლივობა 1 საათია. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას სპეციალისტებთან ერთად მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.
როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ ადრეული ინტერვენციის პროგრამაში?
ადრეული ინტერვენციის პროგრამას ახორციელებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის არის „საქართველოს ბავშვები“.
პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიწოდება ხდება ბავშვთა ადრეული განვითარების ვაუჩერის მიღებისა და ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრშიწარდგენის შემდეგ.
ვაუჩერული დაფინანსების ან მის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს ან გაეცნოთ ინფორმაციას მათ ვებ გვერდზე: http://ssa.gov.ge/index.php?sec_id=613&lang_id=GEO

საკონტაქტო ინფორმაცია

595001856