აუტიზმის მქონე ადამიანთა ფობიები და დამახასიათებელი თვისებები

1) აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის გარემო შიშისა და უარყოფითი ემოციების წყაროა და შეიძლება ყოველმა ახალმა საგანმა და სიტუაციამ მათი არაადეკვატური ქცევა გამოიწვიოს.

2)აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად დადიან ერთი და იმავე გზით და ერთნაირი თანმიმდევრობით იცვამენ…

3)ხშირად ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას

4)აუტიზმის მქონე ბავშვების თამაში სტერეოტიპულ ხასიათს ატარებს, მათ უჭირთ წარმოსახვითი და როლური თამაში.

5)არ პასუხობენ სხვის ემოციებს

6)აუტიზმით დაავადებული ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ საკუთარ სახელზე

7)ისინი ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს

8)შეიმჩნევა გულგრილობა ახლობლების მიმართ

9)განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ადამიანის სახე, სწორედ ამიტომ გაურბიან პირდაპირ მზერას

10)მუდმივი სენსორული დისკომფორტის ფონზე მათ აღენიშნებათ თვითსტიმულაცია (ტანის ქანაობა, ხტუნვა, ტრიალი) სწორედ თვითსტიმულაციის საშუალებით ცდილობს ის შფოთვის და უსიამოვნო გარემოს მიერ გამოწვეული უარყოფითი ემოციების დაძლევას და დადებითი ემოციური მდგომარეობის მიღწევას

11)აუტისტ ბავშვთა დიდ ნაწილს აღენიშნება ალერგია საკვებზე, განსაკუთრებით ხორბლის წებოვანასა და რძეზე.
ამიტომ აუტისტ ბავშვთა მშობლები ხშირად აღნიშნავენ სიმპტომების ალაგმვას საკვები დიეტების დროს.

საკონტაქტო ინფორმაცია

595001856